მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ კუჭი ადამიანის «მეორე ტვინია», რადგან ორგანიზმში არსებული სეროტონინის* 90%-ს სწორედ ის გამოიმუშავებს. ახლა კი გაირკვა, რომ ჩვენი ნერვული სისტემის ცენტრი მხოლოდ ტვინი კი არა, ნაწლავებიც არის. ამის მიზეზად კი, ის დასახელდა, რომ ნაწლავებში უამრავი ნეირონული რეცეპტორია (ზოგიერთი სახეობის ცხოველში, იმაზე მეტიც კი, ვიდრე თავის ტვინშია). გარდა ამის, ნაწლავები გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ ფონზე, ხასიათზე და არა მარტო… კვლევაში მხოლოდ ქალები მონაწილეობდნენ. მაგრამ, ნაწლავების მიკროფლორის გავლენა მამაკაცებზეც ანალოგიურია.
ექსპერიმენტის ფარგლებში მოხდა ტესტირება და რამდენიმე ათეული ქალის ნაწლავების მიკლოფლორის ანალიზი. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მიკროფლორაში ამა, თუ იმ ბაქტერიის არსებობა – არარსებობაზე იყო დამოკიდებული ექსპერიმენტში მონაწილე პირების დეპრესიული მდგომარეობის ხარისხი, ხასიათის ცვლილებები, მეხსიერება და გონებრივი შესაძლებლობებიც კი.
ასევე გაირკვა, რომ ქალები, რომლებიც ემოციურები არიან (მათ შორის ბაქტერიების ზემოქმედების გამოც), ასევე მიდრეკილები არიან დეპრესიებისადმი და გაღიზიანებისადმი.
ყველაზე საკვირველი კი იმის აღმოჩენა იყო, რომ ფეხმძიმე ქალის ორგანიზმში, ამა თუ იმ ბაქტერიის არსებობაზეა დამოკიდებული, მომავალში ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაგ., გარკვეული ბაქტერიებს, უფრო სწორედ, დედის ნაწლავებში არსებული ბაქტერიების გარკვეულ ჯგუფს, შეუძლია აუტიზმის პროვოცირებაც კი მოახდინოს. ხოლო, ბაქტერიების ძირითადი სახეობების თანაფარდობა, გავლენას ახდენს ადამიანის ქცევით რეაქციებზე – ემოციურობაზე, სიტუაციის ანალიზის უნარზე, ლოგიკაზე და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხასიათზე და გონებრივ შესაძლებლობებზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ტვინი ორგანიზმს მართავს, ხოლო ნაწლავები – ემოციურ მდგომარეობას.
ტვინი და კიდევ ტვინი (ტვინი და ნაწლავები
შენიშვნა*: სეროტონინი, 5 ჰიდროქსიტრიპტოფანი (5 HT) — არის ერთ-ერთი მთავარი ნეირომედიატორი და მას ხშირად, შეცდომით, «კარგი განწყობის ჰორმონს» და «ბედნიერების ჰორმონს» უწოდებენ.
სეროტონინის ნეირომედიატორული ფუნქცია თავის ტვინის მუშაობას უკავშირდება. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ეს ნივთიერება, ნეირონებს შორის კავშირის ოპტიმიზირებას ახდენს. მისი გამომუშავება თავის ტვინში ხდება და ვიდრე ის ტვინშია და კავშირს ამყარებს ნეირონებს შორის, – ნეირომედიატორია. მაგრამ, როდესაც სისხლში ხვდება და სხეულში გადადის, – «ბედნიერების ჰორმონი» ხდება. თუ ტვინი საკმარისი რაოდენობის სერატონინის არ გამოიმუშავებს, ადამიანს დეპრესია ეწყება და მას სინთეტიკური სეროტონინის შემცველი მედიკამენტები ენიშნება. რაც შეეხება ჰორმონ – სეროტონინს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ორგანიზმში არსებული სეროტონინის 90% გამომუშავდება სწორედ კუჭში ხდება.
წყარო