“ტაძ­რის კა­რის და­ხურ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია”-ილია მე­ო­რეს მი­მარ­თვა მრევლს


  • სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და მრევლს რჩე­ვებს აძ­ლევს:

“ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გან­საც­დე­ლის ჟამს ეძი­ებს ხსნას და ნუ­გეშს. დღეს, როცა მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ახა­ლი ინ­ფექ­ცია საფრთხეს უქ­მნის მო­სახ­ლე­ო­ის სი­ცო­ცხლეს, ბუ­ნებ­რი­ვია, მრევ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­სო­ე­ბას ღმერ­თზე ამ­ყა­რებს და მი­ილ­ტვის ტაძ­რის­კენ

მორ­წმუ­ნე­თათ­ვის სუ­ლი­ე­რი საზ­რდო ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რო­გორც ხორ­ცი­ე­ლი საკ­ვე­ბი. ამი­ტომ ტაძ­რის კა­რის და­ხურ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია და იგი ღია იქ­ნე­ბა მათ­თვის, ვინც ეკ­ლე­სი­ა­ში მის­ვლას მო­ი­სურ­ვებს, რათა მი­ი­ღოს მად­ლი ღვთი­სა და სუ­ლი­ე­რად გან­მტკიც­დეს.

სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თათ­ვის ღვთის მსა­ხუ­რე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა სამ­ღვდე­ლო მო­ვა­ლე­ო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და მას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მთე­ლი ერის­თვის. შექ­მნლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დნა­რე, მინ­და მოგ­მარ­თოთ, ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რო შვი­ლე­ბო, მი­ი­ღოთ შემ­დე­გი რჩე­ვა:

  • ვიდ­რე გან­საც­დე­ლი გა­ივ­ლის, შე­ას­რუ­ლეთ სა­თა­ნა­დო მი­თი­თე­ბე­ბი. ადა­მინ­თა ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, მათ შო­რის ტა­ძარ­ში და ტაძ­რის ეზო­ში ყოფ­ნი­სას და­ი­ცა­ვით დად­გე­ნი­ლი მან­ძი­ლი.
  • საღ­მრთო ლი­ტურ­გი­ის “და სხვა სა­ზო­გა­დო მსა­ხუ­რე­ბა­თა” შეს­რუ­ლე­ბი­სას ეკ­ლე­სი­ა­ში დარ­ჩნენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, მგა­ლობ­ლე­ბი და სტი­ქა­როს­ნე­ბი. ხოლო დიდ სა­კა­თედ­რო ტაძ­რებ­ში – შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით მრევ­ლიც.
  • სა­ერ­თოდ რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია მრევ­ლი იყოს ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში ანუ ღია სივ­რცე­ში და ასე მი­ი­ღოს ლოც­ვი­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა წმინ­და მსა­ხუ­რე­ბა­ში.
  • მცი­რე ზო­მის ტაძ­რებ­ში და­საშ­ვე­ბია წირ­ვა-ლოც­ვა აღ­სრულ­დეს ღია ცის ქვეშ, დრო­ე­ბით მო­წყო­ბით ტრა­პეზ­ზე.
  • სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­სა და ტაძ­რის მსა­ხურთ კონ­კრე­ტუ­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ე­ცით და­მა­ტე­ბით რჩე­ვე­ბი:
  • მორ­წმუ­ნე­თა ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ასა­კის ან უძ­ლე­რე­ბის გამო რისკ-ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, აგ­რეთ­ვე ისი­ნი, ვინც გან­სა­კუთ­რე­ბულ სიფრ­თხი­ლეს იჩე­ნენ, ვირუ­სით დას­ნე­ბოვ­ნე­ბის გამო დარ­ჩნენ სახ­ლში. სურ­ვი­ლის ან გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მათ თა­ვი­სი მო­ძღვა­რი ად­გილ­ზე ჩა­უ­ტა­რებს სა­ჭი­რო მსა­ხუ­რე­ბას და ლოც­ვით კა­ნონ­საც გა­ნუ­სა­ზღვრავს.
  • ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა, ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი და წმინ­და­თა დასი შე­ე­წი­ოს ჩვენს ქვე­ყა­ნას და მსოფ­ლი­ოს, გან­საც­დელ­შიი მყოფ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს” – ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!