ტამიში დაღუპულ მერაბ (რენო) გედენიძეს მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ


  • 30 წელი გავიდა იმ შავბედითი დღიდან, 1993წ. 2 ივლისს დაბა ტამიშთან, რუსულმა მხარემ იერიში მიიტანა ქართულ სამხედრო ძალებზე და ქართველი სამხედროები ალყაში მოაქცია, რუსეთის მიერ ჩამოსმულმა დესანტებმა, სამი საათის განმავლობაში 300 ქართველი მებრძოლი, რომლებიც გმირობის მაგალითს იძლეოდნენ, გაანადგურა და მთლიანად დაიკავა ტამიშის მონაკვეთი.

უმძიმესი სისხლისმღვრელი დღეები გადაიტანა ქართველმა ხალხმა. ამ მიწაზე დაღუპული გმირი, მერაბ (რენო) გედენიძე, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული იყო დღეს მისი ნეშთი დაუბრუნდება მშობლიურ სოფელს, ჭკადუაშს და ჩაიხუტებს თავის შვილს მშობლიური სოფლის მიწა.

15, 16, ნოემბერს, თბილისში, სამების დიდ საკათედრო ტაძარში პატივს მიაგებენ ჩვენს გმირებს.

17 ნოემბერს სოფელ ჭკადუაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართება პანაშვიდი, 18 ნოემბერს მიიბარებს მშობლიური მიწა თავის გმირს. ნათელი მის სულს.

წყარო: სოციალური მედია


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!