„ტაბაკონის დიხაგუძუბა“


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოხუმის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია და გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის არქეოლოგები სწავლობენ ძველ კოლხურ ნამოსახლარს, სახელწოდებით „ტაბაკონის დიხაგუძუბა“. არქეოლოგებმა მიაკვლიეს ხის ნაგებობათა ნაშთებს, რომელიც წინასწარული კვლევებით 4000–4500 წლისაა. კოლხური არქიტექტურის ნიმუშების აღმოჩენამ ერთი–ორად გაზარდა ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მეცნიერული მნიშვნელობა. ამასთან დაკავშირებით, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია ადგილზე გაეცნო საველე არქეოლოგიური კვლევების მიმდინარეობას და მხარდაჭერა გამოხატა პროექტის შემდგომი განხორციელების პროცესში.
მოპოვებული მასალები მუდმივ მფლობელობაში გადაეცემა ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმს, ხოლო ცალკეული არტეფაქტების ნიმუშები შესწავლილ იქნება გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის სპეციალურ ლაბორატორიაში.  


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.