სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს 6 780 000 ლარი გამოიყოფა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის, ასევე მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ჯამში 6 780 000 ლარი გამოიყოფა.

მიმდინარე წლის იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 470 000 ლარი გამოიყოფა.

უწყების ცნობით, რეგიონის მასშტაბით, ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სახის ზიანი მიაყენა 2400-მდე კერძო საცხოვრებელ სახლს. გარდა კომპენსაციებისა სრულად აღდგება დაზიანებული ინფრასტრუქტურა, რისთვისაც მთავრობამ რეგიონისთვის სარეზერვო ფონდიდიან გამოყო 5 310 000 ლარი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.