- თურქულმა გამომცემლობა otello-მ სტამბოლში “შუშანიკის წამების” თურქულენოვანი თარგმანი (Şuşanik) გამოსცა. მთარგმნელი ფარნა-ბექა ჭილაშვილია, თურქეთში მცხოვრები ქართველი ლიტერატორი და მკვლევარი.
“შუშანიკის წამების” გარდა ფარნა-ბექა ჭილაშვილს ქართულიდან თურქულად თარგმნილი აქვს ოთარ ჭილაძის, ნაირა გელაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ერლომ ახვლედიანის, ნოდარ დუმბაძის, ჯემალ ქარჩხაძის, დათო ტურაშვილის, ირაკლი კაკაბაძის და სხვა ქართველი ავტორების ტექსტები.