სტალინის შვილთაშვილი მოსკოვის პატრიარქს სტალინის გადასვენებაში დახმარებას სთხოვს

  • საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის შვილთაშვილი, სელიმ ბენსაადი მოსკოვის პატრიარქს, კირილე I-ს სთხოვს დაეხმაროს დიდი პაპის გადასვენებასა და ექსჰუმაციაში. მას სურს, რომ პატრიარქი კირილე სტალინის ნეშტის გადასვენების საკითხის განხილვაში “მსაჯული” იყოს. ბენსაადის წერილი გამოაქვეყნა რუსულმა მედიასაშუალება Блокнот-მა.

სტალინის შვილიშვილის შვილის მტკიცებით, მის წინაპარს სურდა დაესაფლავებინათ ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, მეორე მეუღლის, ნადეჟდა ალილუევას გვერდით. ასევე, მას სურს სტალინის ნეშტის ექსჰუმაცია, რათა გამოიკვლიონ მისი მოწამვლის ჰიპოთეზა. 

ბენსაადის თქმით, მან მოსკოვის პატრიარქს იმიტომ მიმართა, რადგან ის დარწმუნებულია, რომ მისი დიდი პაპა მორწმუნე იყო. მას ასევე სურს, მისი თქმით, სტალინის კუთვნილი ხატი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ან შეიარაღებული ძალების ცენტრალურ ტაძარს გადასცეს.

სელიმ ბენსაადი სტალინის უფროსი შვილის, მეორე მსოფლიო ომში, გერმანელების ტყვეობაში დაღუპული იაკობ ჯუღაშვილის შვილიშვილია. იაკობის ქალიშვილი, გალინა ცოლად გაჰყვა ჰოსინ ბენსაადს, რომელიც ალჟირის მოქალაქე იყო. მათი შვილია სელიმი.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.