საშრობი და სასაწყობე საწარმო დარჩელში


სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი სოფელ დარჩელში,  დაიწყო ნაჭუჭიანი თხილის საშრობი მანქანა-დანადგარებისა და სასაწყობე ფართის მოწყობა, რომელიც ყოველდღიურად 24 ტონამდე ნაჭუჭიანი თხილი გამოაშროს და 500 ტონამდე თხილი შეინახოს.

დარჩელის თხილის საშრობი და შესანახი საწარმო მოხმარებაში გადაეცემა კონკურსის წესით გამარჯვებულ თხილის კოოპერატივს, რომლის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 500 მეპაიეზე ნაკლები.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელს უწყობს სურსათის უვნებლობის ხელშეწყობასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას საქართველოში. კოოპერატივს, რომელსაც დარჩელის საწარმო მოხმარებაში გადაეცემა, ვალდებულია 2018 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს გლობალური სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკის (გლობალ GAP) დანერგვა, ხოლო 2019 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს იჯარით აღებულ საწარმოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HAჩჩP) დანერგვა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, თხილის საშრობის და სასაწყობე საწარმოს მშენებლობის დასრულება 2015 წლის აგვისტოს ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კოოპერატივის მოძიებისა და რეგისტრაციის პროცედურები მიმდინარეობს.
დამატებითი ინფორმაცია პროგრამისა და მასში მონაწილეობის შესახებ იხილეთ:acda.gov.ge/index.php/geo/static 160


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.