- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში საბავშო ბაღს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს და მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.
შენობიდან აღსაზრდელების და საბავშვო ბაღის მასწავლებლების ევაკუაცია დროულად მოხდა. ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.