„სმარტული“ შეთავაზებები ზუგდიდში


  • „სმარტისთვის“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საკუთარი ესკლუზიური იმპორტის თუ ნაცხობი პროდუქტის შეთავაზება საქართველოს ყველა კუთხეში. „სმარტის“ ქსელი დღეს  უკვე 52 მარკეტითაა წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელთაგან 2 ობიექტი ზუგდიდში მდებარეობს.

ზუგდიდში „სმარტის“ ორი მარკეტი დავით აღმაშენებლის N89-სა და შოთა რუსთაველის N167-შია განთავსებული.

„ერთგული მომხმარებლის მოზიდვასა და შენარჩუნებაზე „სმარტი“ ყოველდღიურად ზრუნავს. გარდა ექსკლუზიური იმპორტის პოპულარული პროდუქტებისა, რომელიც „სმარტს“ საქართველოს ყველა სხვა მარკეტებს შორის გამოარჩევს, „სმარტი“ „ვისოლის“ ლოიალობის სისტემაშიცაა ჩართული და გვიხარია, რომ „ვისოლის“ აპლიკაციით შეთავაზებული სპეციალური აქციები ზუგდიდის „სმარტებშიც“ ძალიან პოპულარულია“ აცხადებს „სმარტის“ მარკეტინგის დირექტორის მოადგილე ქეთი ნიკოლეიშვილი.

ამჟამად „სმარტში“ რამდენიმე სპეციალური შეთავაზება პარალელურადაა აქტიური. თუ მომხმარებელი იტალიურ ყავა „ტრუჩილოს“ შეიძენს და „ვისოლის“ აპლიკაციას გაატარებს, საჩუქრად გადაეცემა ტკბილეული. ყოველ სამშაბათს აპლიკაციის გატარებისას მომხმარებლები  50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ სენდვიჩებზე. ყოველ ხუთშაბათს კი აპლიკაციის გატარების შემთხვევაში  50%-იან ფასდაკლებას  იღებენ ჰოთ-დოგზე, რომელიც ცნობილი შეფის ავთო ცეცხლაძის რეცეპტით მზადდება და აქციის დროს მხოლოდ 3 ლარი ღირს.

აქციებით სარგებლობის გარდა, „სმარტში“ ნებისმიერი ტრანზაქციისას მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აპლიკაციაში დააგროვონ ქულები, მიიღონ სპეციალური შეთავაზებები „ვისოლში“ საწვავის შესყიდვისას და სხვა საჩუქრები. დაგროვებული ქულების გამოიყენება კი შესაძლებელია როგორც „სმარტის“ ქსელში, ასევე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე. შესაბამისად, ლოიალობის სისტემა წარმოადგენს ერთიან ციფრულ ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებელს ერთგულებისათვის მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს.

„ვისოლმა“ ბოლო წლებში „სმარტის“ ქსელის განვითარება საშუალო ფორმატის  მარკეტებით განაგრძო ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ მაგისტრალებზე არსებულ „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში. „სმარტის“ თითქმის ყველა მარკეტში მომხმარებელს  კომფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ  ფუნთუშეულს იტალიურ  ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს. „სმარტმა“ შეფ ავთო ცეცხლაძესთან თანამშრომლობის ფარგლებში „სმარტული“ ჰოთ დოგის გარდა უგემრიელესი ტაფის „კეცილი“ ხაჭაპური და ლობიანიც შექმნა, რომელიც ქვეყნის ძირითად ავტომაგისტრალებზე არსებულ „სმარტებშია“ ამჟამად ხელმისაწვდომი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

რუსუდან კბილაშვილი

PR & CSR სამსახურის ხელმძღვანელი

ტელ:  (995 32) 915 315/250 / მობ: (995 5) 320412


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!