სკოლის პედაგოგების სამგზავრო ბარათებს ვადა ამოეწურა

  • ზაფხულის არდადეგების განმავლობაში, პედაგოგები, შიდასაქალაქო ტრანსპირტით უფასოდ ვერ ისარგებლებენ.

30 ივნისს, პედაგოგთა სამგზავრო ბარათებს ვადა ამოეწურათ. როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა “ზუგდიდელებს” განუმარტა, საზაფხულო სასკოლო არდადეგების პერიოდში, არ იმოქმედებს სამგზავრო ბარათები და პედაგოგებს, მგზავრობისას, ჩვეულებრივად მოუწევთ სამგზავრო თანხის გადახდა.
30 ივნისს, პედაგოგების სამგზავრო ბარათების ვადის ამოწურვის შესახებ, გააფრთხილებულია შიდასაქალაქო ავტობუსების მძღოლებიც.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.