სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მეთოდისტებმა ადრეული განათლების კურიკულუმზე იმსჯელეს


  • დღეს, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მეთოდისტებმა ადრეული განათლებია კურიკულუმზე იმსჯელეს.

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მეთოდისტებთან ერთად, საკოორდინაციო შეხვედრას, ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია, დირექტორის მოადგილეები: ელისო ყალიჩავა, ინეზა მურღულია და იურისტი მანანა თოდუა ესწრებოდნენ.

შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსი ლელა ბექაური.

“ადრეული განათლების კურიკულუმი – თამაში” ( ნაწილი 1, ნაწილი 2) და რჩევები 6 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს” განათლების სამინისტროს მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოა, რომელიც სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელთა სწავლების ძირითადი მეთოდილოგიური სახელმძღვანელოა.

შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული წარმომადგენლობის ტრენინგ დარბაზში გაიმართა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.