- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში “ზუგდიდელებს” უთხრეს, რომ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 16 იანვარის ნაცვლად, 20 იანვარს დაიწყება.
“გრიპის ვირუსის თავიდან ასარიდებლად, სწავლას 20 იანვარს ვიწყებთ”.-გვითხრეს ცენტრში.
რაც შეეხება საჯარო სკოლებს, ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ფარცვანიამ განმარტა, რომ საჯარო სკოლები, ჩვეულებრივად, სასწავლო პროცესს 15 იანვარს განაახლებენ.