სიყვარული, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრმა უმასპინძლა ფერეიდნელ ქართველებს, რომელთაც საქართველოში ჩამოსასვლელად, 1450 კილომეტრი ფეხით გაიარეს. სტუმრებს, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით დახვდნენ ზუგდიდელები.

“აღრთოვანებული ვარ დღევანდელი შეხვედრით, მიხარია ზუგდიდში ყოფნა. 31 დღე გზაში ვიყავით. რთული და მძიმე დღეები იყო, მაგრამ მაინც ჩამოვედით. ზუგდიდელებო, ძალიან დიდი მადლობა”.-თქვა ფერეიდნელმა ამირან გუგუნაშვილმა.

სტუმრებს, მიესალმა ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია. “ჩვენს შორის საზღვარი არ არსებობს. ჩვენ ერთნი ვართ. ერთი დედ-მამის შვილები ვართ”.

შეხვედრაზე იმყოფებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია. დღეს, ჩვენ ვმასპინძლობთ ჩვენს ძმებს ფერეიდნელებს, რომლებმაც ფეხით გამოიარეს მთელი საქართველო. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც საოცარი ერთგულება დაამტკიცეს ჩვენი ქვეყნისადმი. შეხვედრის ფარგლებში, დაგეგმილია მრავალი კულტურული ღონისძიება. ჩვენ უკვე გვაქვს, ჩვენს ისტორიული ნაწილთან, ჩვენს ძირძველ ქართველებთან ურთიერთობის გეგმები”.

დღევანდელი შეხვედრა მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები ქართველებისა და ფერეიდნელი ქართველების ურთიერთობების გაღრმავებას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!