“სირცხვილია!”–საპროტესტო აქცია ზუგდიდში

  • ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში საპროტესტო აქცია “სირცხვილია” გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს რუსი დეპუტატების შემოსვლა საქართველოში და კონკრეტულად დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მონაწილეობა პარლამენტში გამართულ მართლმადიდებლურ ასამბლეაში.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: “რუსეთი ოკუპანტია”, “არა მცოცავ ოკუპაციას”, “სირცხვილია!” ასევე, ხელში ეკავათ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, ბიძინა ივანიშვილის და სერგეი გავრილოვის ფოტოები.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დათა აქუბარდიამ განმარტა, რომ აქ შეკრებილი ადამიანები აპროტესტებენ რუსი დეპუტატების ჩამოსვლას საქართველოში. “ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ეს ადამიანები გაძევებული იქნას საქართველოდან”.

სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არავისთვის სიურპრიზი არ არის, რომ რუსეთი ოკუპანტია. “ოკუპანტთან ერთად მონათფლობელი აღმოჩნდა. მონურად დაუთმეს, დღეს მათ პარლამენტის სპიკერის სკამი”.

აქციაზე იმყოფებოდა “საერთაშორის გამჭვირვალობა საქართველოს” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა. მისი განმარტებით, ქართულმა სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას იმ რუსი დეპუტატების თავისუფლად ჩამოსვლა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ. “მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან გველაპარაკებოდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალა არა რუსეთშია, არამედ ძალა ევროპაშია. რუსეთი ოკუპანტია”.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა გამართეს მსვლელობა ქალაქის ცენტრში.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.