- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში დაიწყო ელექტრონული ცირკულაციის პროცესი ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემით – OpenBiblio.
ამიერიდან შესაძლებელი იქნება: მკითხველთა ელექტრონული რეგისტრაცია, წიგნის ელექტრონულად გაცემა, წიგნის ელექტრონულად დაბრუნება და სასურველი წიგნის წინასწარი დაჯავშნა.
“ცირკულაციის მოდული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს უმარტივებს ლიტერატურის მოძიებისა და გაცემის პროცესს, რაც მომსახურებას უფრო სწრაფსა და ეფექტიანს გახდის. ხოლო მკითხველს უადვილებს სწრაფი რეგისტრაციის, წიგნის გაცემა-დაბრუნებისა და დაჯავშნის პროცესს.
მარტივი და გასაგები ელექტრონული საძიებლით მკითხველს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად განახორციელოს სწრაფი ძიება დოკუმენტის სათაურის, ავტორის ან თემატიკის მიხედვით.
თუ თქვენთვის სასურველი დოკუმენტი გაცემულია სხვა მკითხველზე, შეგიძლიათ მიმართოთ ბიბლიოთეკარს და დაჯავშნოთ ეს დოკუმენტი. ამ შემთხვევაში მისი დაბრუნებისთანავე ბიბლიოთეკარი მიიღებს შეტყობინება-შეხსენებას, რომ იგი თქვენ უნდა მოგაწოდოთ.”-აღნიშნულია ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.
