სეს-ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები 36 მუნიციპალიტეტში ჩატარდა


  • სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოს, აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის 36 მუნიციპალიტეტში ჩაატარა.

უწყების ცნობით, სულ დამუშავდა 251 108 ჰექტრამდე ფართობი, მათ შორის: თერმული ნისლით – 167 320 ჰა, ცივი შესხურებით – 53 273 ჰა სიმინდის მასივი, 30 515 ჰა – სოფლისა და ტყის პერიმეტრი.

“ძირითადი ამოცანა, რომელიც განსაზღვრული იყო სახელმწიფო პროგრამით, რომ მინიმუმამდე დაგვეყვანა ფაროსანას მიერ გამოწვეული ზარალი და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება, მიღწეულია. დასავლეთ საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიებები განხორციელდა. გარემოზე ქიმიური პრეპარატების დატვირთვის შემცირების მიზნით, გამოყენებული იყო სპეციალური სადგურების ტექნოლოგია. თერმული ნისლით წამლობის პროცესში, სრულად იყო გათვალისწინებული ფუტკრის დაცვის წესები,“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ.

ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში ჩართული იყო 250-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. მიმდინარე წელსაც, აქცენტი სპეციალური სადგურების ტექნოლოგიის გამოყენებაზე გაკეთდა. ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად შემუშავებული სქემით მიმდინარეობდა. სადგურები ტყის პერიმეტრებზე, სოფლის შიდა გზებსა და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, არაყვავილოვან მცენარეებზე განთავსდა. სულ დამონტაჟდა 86 491 ფერომონი. მავნებლის გავრცელების კონტროლის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა მონიტორინგი (განთავსდა 6451 ფერომონიანი დამჭერი).

ღონისძიებები მოსახლეობის ინფორმირების და უსაფრთხოების წესების დაცვით ტარდებოდა. პროცესში, საკოორდინაციო მართვის ცენტრთან ერთად, ჩართული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!