სეს – ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, დასავლეთ საქართველოში მონიტორინგი დაიწყო


  • სურსთის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მავნებლის საწინააღმდეგო მასშტაბური წამლობითი ღონისძიებები დაასრულა, თუმცა, მოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, დაიწყო მონიტორინგი, რაც საკარმიდამო ნაკვეთების, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე შენობა-ნაგებობებისა და მიტოვებული შენობების დათვალიერებას და მავნებლის ლოკალურ განადგურებას ითვალისწინებს.

სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის პარალელურად, სააგენტოს სპეციალისტები საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ და ადგილობრივ მოსახლეობას სახლის პირობებში მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აცნობენ. მოზამთრე ფაზაში მავნებელი სხვენებსა და მიტოვებულ შენობებში ბინადრობს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მექანიკური მეთოდების გამოყენება. მონიტორინგი ინტენსიურად ხორციელდება დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ინფორმაციისთვის: მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მავნებლის საწინააღმდეგოდ ჩაატარა შემდეგი ღონისძიებები: ქვეყნის მასშტაბით, ცივი შესხურებით დამუშავდა 103 791, 25 ჰა სოფლისა და ტყის პერიმეტრი, ჯაგნარი და სიმინდის მასივი; თერმული ნისლით – 348 620 ჰა ფართობი; განთავსდა 8008 მონიტორინგის ხაფანგი და 208 440 „მოიზიდე და გაანადგურე სადგური“.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 31 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!