სეს: გამოსაზამთრებლად მიგრირებული აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მოსახლეობამ მექანიკური მეთოდები უნდა გამოიყენოს


  • სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ოქტომბრის ბოლომდე განახორციელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეისათვის, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების მიერ, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 168 180 ჰა ფართობი, ცივი შესხურების მეთოდით – 96 057, 05 ჰა ფართობი, მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებულია 122 231 სპეციალური სადგური და 6487 ფერომონიანი დამჭერი.

“შემოდგომის დადგომასთან ერთად, აზიური ფაროსანა ტყის მასივებიდან საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისაკენ ინაცვლებს. გამოსაზამთრებლად მიგრირებული მავნებლის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. სურსათის ეროვნული სააგენტო სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენებისკენ მოგიწოდებთ.”-აღნიშნულია უწყბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=2GvSS1Ug9K0…

https://www.youtube.com/watch?v=QyaBjJES0cc…

https://www.youtube.com/watch?v=23sHNGIIzSs…

https://www.youtube.com/watch?v=9ivebC0miwI…


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!