სესი ფერმერებს მღრღნელების წინააღმდეგ ღონისძიებების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს


  • სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მღრღნელების წინააღმდეგ ღონისძიებების დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს.

“წელს, შემოდგომის თბილმა და მშრალმა ამინდებმა ხელი შეუწყო მინდვრის თაგვების გამრავლებას, განსაკუთრებით კახეთის, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს და აფრთხილებს ფერმერებს, დროულად ჩაატარონ მღრღნელების საწინააღმდეგო ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილონ საშემოდგომო ნათესების დაზიანება.

მღრღნელებთან ბრძოლისას ეფექტიანი მეთოდებია ღრმად მოხვნა; სანერგეებში, მიტოვებულ ნაკვეთებსა და გზის პირებზე ჰერბიციდების გამოყენება ბალახის საფარველის მოსაშორებლად; ძველი ნათესების გადახვნა და მცენარეული ნარჩენების მოშორება.

ქიმიური ღონისძიებები შემოდგომას, ოქტომბერი-ნოემბერში, გაზაფხულზე კი, მარტი-აპრილში უნდა ჩატარდეს.

თაგვისებრი მღრღნელების წინააღმდეგ მინდვრის პირობებში რეკომენდებული პრეპარატებია:

  • თუთიის ფოსფიდი, თუთიის ფოსფიდი – 800 გ/კგ
  • რატიციდი ფ, თუთიის ფოსფიდი 800 გ/კგ
  • დეტია მაუს გიფტკორნერი, მის თუთიის ფოსფიდი 3,04 %
  • რატილი ფ, თუთიის ფოსფიდი 800 გ/კგ
    აღნიშნული პრეპარატებით მზადდება მისატყუებელი თუთიის ფოსფიდის შემცველობით 2,5-5% (10 კგ მარცვლეულზე 250 გრ. თუთიის ფოსფიდი,250 მლ.ზეთი,) და შეაქვთ მოქმედ სოროებში.

პრეპარატების გამოყენებისას ყურადღებით გაეცანით მისი მოხმარების წესებს და დაიცავით უსაფრთხოების წესები!
რეკომენდებული არ არის საყოფაცხოვრებო დანიშნულების პრეპარატების გამოყენება ნათესებში, რადგან ისინი ღია სივრცეში არაეფექტიანია.

მავნე მღრღნელებთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი დიდ ზიანს აყენებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, საკვები პროდუქტების მარაგებს, ქმნიან ადამიანისთვის საშიში დაავადებების ეპიდემიების საფრთხეს,-ნათქვამია სურსათის ერივნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!