სახლები16 სოციალურად დაუცველისთვის


ზუგდიდის გამგეობა სოციალურად დაუცველ 16 ოჯახს საახალწლოდ სახლებს გადასცემს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 16 სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლოდ ახალი კეთილმოწყობილი სახლები გადაეცემათ. მუნიციპალიტეტის თექვსმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში სახლების მშენებლობა ბოლო ფაზაშია შესული. კეთილმოწყობილ სახლებთან ერთად ბენეფიციარებს მზის გამათბობლებიც დაუმონტაჟდებათ. სოციალურად დაუცველთა სახლების მშენებლობისთვის 380 ათასი ლარი დაიხარჯა. პროექტი2016 წელსაც გაგრძელდება, რისთვისაც ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა ზუგდიდის გამგეობაში თანხის გაორმაგებაზე მუშაობენ. სოციალურადმძიმესაყოფაცხოვრებოპირობებისმქონეოჯახები, რომლებსაც სახლები უშენდებათ სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.აქცენტი კი იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გაკეთდა ვინც ავარიულ სახლებში ცხოვრობდა ან საცხოვრებელი დამწვარი ჰქონდათ. პროექტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!