სახელმწიფო სამშენებლო კომპანიებისგან დევნილებისთვის ზუგდიდში კიდევ 500-ზე მეტ ბინას შეისყიდის


  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო სამშენებლო კომპანიებისგან ზუგდიდში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 500-ზე მეტ ბინას კონკურსის წესით შეისყიდის.
ბინების შესყიდვის მიზნით ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყო. საკონკურსო წინადადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ამავე ინფორმაციით,  ზუგდიდში წლის ბოლომდე ბინა 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა. დამატებით 600 ოჯახისთვის მიმდინარეობს 5 კორპუსის მშენებლობა – სამუშაოები მომდევნო წელს დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!