დედის დღეს განსაკუთრებული ადრესატები ჰყავდათ ზუგდიდის რაიონის საკრებულოს წევრებსა და თანამშრომლებს,- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია, საკრებულოს წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად ჯიხაშკარში და ყულიშკარში ჩავიდა. მათ სოფელ ჯიხაშკარში მცხოვრებ მრავალშვილიან ალიკო მიქავასა და სოფელ ყულიშკარში მცხოვრებ მარტოხელა დედას ხათუნა ჩილაგავას დედის დღე მიულოცეს და საჩუქრად საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მიერ შემოწირული პროდუქტი და ტკბილეული გადასცეს.