საქართველო დაემატება ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ


  • საბერძნეთის განახლებული რეგულაციებით, რომელიც 7 თებერვალს გამოქვეყნდება, საქართველო დაემატება იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ.ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საბერძნეთის განახლებული რეგულაციებით, რომელიც 7 თებერვალს გამოქვეყნდება, საქართველო დაემატება იმ ქვეყნების სიას  რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საბერძნეთში შესვლა.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში გამგზავრება თუ: საბერძნეთში მიმავალი მგზავრი აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს:

ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში.

ან წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით.

ან წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან ოცდაოთხი (24) საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.

ყველა მგზავრი ვალდებულია საბერძნეთში გამგზავრებამდე შეავსოს PLF ფორმა https://travel.gov.gr/#/.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.