საქართველოში კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 605 პაციენტი


  • გასული ერთი კვირის (16.05-22.05.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 605 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 113 058 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 103 058, „პისიარ“ ტესტით – 10 568.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.52%.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.