- საქართველოში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 272 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 8 018 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 289, „პისიარ“-ტესტით – 1 729.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,43%, ბოლო 14 დღის – 1,49%, ბოლო შვიდი დღის – 1,23%.