- საქართველოში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 346 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 703 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 791, „პისიარ“-ტესტით – 1 912.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,98%, ბოლო 14 დღის – 1,5%, ბოლო 7 დღის – 1,25%.