საქართველოში კორონავირუსის 817 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 817 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 017 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 3 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 553 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 030, „პისიარ“ ტესტით – 2 523.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,47%, ბოლო 14 დღის – 6,64%, ბოლო შვიდი დღის – 4,45%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 644 112 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 604 595 გამოჯანმრთელდა, 16 681 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 846 431 აცრა, დღიურად აცრილია 1 750.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.