- კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან ექვსი პაციენტია გარდაცვლილი.