- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 456-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4949 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 555 პირი. ინფორმაციისთვის, 456 ადამიანიდან 132 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.