საქართველოში კორონავირუსის 2 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 68 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 2 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 767 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 68 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 437 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25 020, „პისიარ“-ტესტით – 18 417.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,98%, ბოლო 14 დღის – 6,43%, ბოლო 7 დღის – 5,94%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 918 641 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 873 178 გამოჯანმრთელდა, 13 289 კი, გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 × 1 =

Akismet ანტისპამი