საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 953 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 090 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 647, „პისიარ“ ტესტით – 12 443.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,9%, ბოლო 14 დღის – 9,05%, ბოლო შვიდი დღის – 8,97%.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

15 − 11 =

Akismet ანტისპამი