საქართველოში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 982 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 620 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 545, „პისიარ“ ტესტით – 20 075.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8%, ბოლო 14 დღის – 7,21%, ბოლო შვიდი დღის – 8,57%.

კარანტინის რეჟიმშია 61, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 894 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 889 პირი.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.