საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 79 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 753 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 79 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 741 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 605, „პისიარ“ ტესტით – 12 136.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,92%, ბოლო 14 დღის – 10,26 %, ბოლო შვიდი დღის –  9,76%.

სულ აცრილია – 1 184 306 ადამიანი, დღიურად აცრილია 25 670.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 × 1 =

Akismet ანტისპამი