საქართველოში კორონავირუსის 5914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 49 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 914 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 496 376-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.40%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.71% ხოლო 7 დღის მანძილზე – 11.09%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 316 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 432 506.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 532 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.