საქართველოში კორონავირუსის 1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 164 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 867 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 167, „პისიარ“ ტესტით – 14 700.

სულ აცრილია – 324 802 ადამიანი, დღიურად აცრილია 7 228.

კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 838 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 065 პირი.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.