- საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 877 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 579 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 598, „პისიარ“ ტესტით – 14 981.
სულ აცრილია – 265 290 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 174.
კარანტინის რეჟიმშია 105, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 729 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 605 პირი.