- საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 808 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 074 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 102, „პისიარ“ ტესტით – 7 972.
სულ აცრილია – 254 737 ადამიანი, დღიურად აცრილია 604.
კარანტინის რეჟიმშია 40, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 602 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 598 პირი.