- საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 614 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 104 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 282, „პისიარ“ ტესტით – 13 822.
სულ აცრილია – 248 545 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 201.
კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 592 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 585 პირი.