- საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 407 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.
ქვეყანაში ჩატარდა 25 300 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 238, „პისიარ“ ტესტით – 11 062.
სულ აცრილია – 138 151 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 484.
კარანტინის რეჟიმშია 47, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 815 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 661 პირი.