- საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 481 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 358 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 320, „პისიარ“ ტესტით – 12 038.
ქვეყანაში სულ აცრილია – 125 601 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 291.
კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 965 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 668 პირი.