საქართველოში კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 878 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 487 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 878, პისიარტესტით – 17 609.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,26, ბოლო 14 დღის – 4,39, ბოლო შვიდი დღის – 4,63.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 307 401 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 288 816 გამოჯანმრთელდა, 4 077 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 41 801 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 706.

კარანტინის რეჟიმშია 221, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 780 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 707 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!