საქართველოში კორონავირუსის 966 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 966 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 222 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 888 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 974, პისიარტესტით – 16 914.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,04%, ბოლო 14 დღის – 3,96%, ბოლო 7 დღის – 4,57%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 303 751 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 285 971 გამოჯანმრთელდა, 4 025 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 37 590 პირი, დღიურად აცრილია – 1 533.

კარანტინის რეჟიმშია 222, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 582 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 717 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!