საქართველოში კორონავირუსის 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 301 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 046 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 754, „პისიარ“-ტესტით –12 292.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,58%, ბოლო 14 დღის – 2,91%, ბოლო 7 დღის – 3,26%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 294 540 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 280 132 გამოჯანმრთელდა, 3 925 კი, გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 27 654 პირი, დღიურად აცრილია – 1 237 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 335, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 848 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 427 პირი.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.