საქართველოში კორონავირუსის 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა რვა პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 158 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 169 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 915, „პისიარ“-ტესტით – 9 254.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,82%, ბოლო 14 დღის – 1,52%, ბოლო 7 დღის – 1,49%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 277 218 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 784 გამოჯანმრთელდა, 3 691 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 235, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 423 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 168 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eighteen − eleven =

Akismet ანტისპამი