საქართველოში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 91 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 737 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 307, „პისიარ“ ტესტით – 7 430.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,8% ბოლო 14 დღის – 1,6%, ბოლო შვიდი დღის – 1,44%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 272 617 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 344 გამოჯანმრთელდა, 3 567 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 312, სტაციონარში მეთვალყურეობას 13 87 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 142 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.