საქართველოში კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 788 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 792 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 579, პისიარტესტით – 6 213.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 4,36%, ბოლო 14 დღის – 4,67%, ხოლო ბოლო შვიდი დღის – 3,87%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 259 897 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 251  077 გამოჯანმრთელდა, 3 221 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 487, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 384 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 292 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

7 − 7 =

Akismet ანტისპამი