- უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 071 პირი ემსხვერპლა.