- საქართველოში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 837 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 205 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 265, პისიარ ტესტით – 7 940.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 245 789 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 229 196 გამოჯანმრთელდა, 2 893 კი გარდაიცვალა.