საქართველოში კორონავირუსის 1 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 1 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 4 119 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 220 508 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 200 339 გამოჯანმრთელდა, 2 352 კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 421 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 170, PCR ტესტით – 7 251.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 396 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 701, ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 464.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.